ეს დღე ყველაზე რთული და გადატვირთული იყო, გავაანალიზეთ საშინაო დავალება, გავარკვიეთ-რას ვაკეთებთ,როგორ და რატომ? ვისწავლეთ,როგორ უნდა გადავიტანოთ შექმნილი პრეზენტაცია ბლოგზე,როგორ მოვძებნოთ სასურველი ვიდეო მასალა და შევიტანოთ ბლოგზე. დავალებად მივიღეთ გულდასმით გავეცნოთ მოსწავლეთა ნაშრომის შეფასების რუბრიკას და დავასრულოთ მოსწავლის პრეზენტაცია.
Sunday, April 30, 2017
Saturday, April 29, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
ჩვენი ტრენინგის მეექვსე დღე ყველაზე დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. გავიმეორეთ და განვამტკიცეთ განვლილი მასალა,მიმოვიხილეთ საშინაო დავალება, დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.ძალიან ბევრი სიახლე იყო და ყველაფერი ერთმანეთში ამერია,ვფიქრობ დასვენების შემდეგ ყველა ინფორმაცია თავის ადგილს დაიკავებს.
მე-5-ე დღის რეფლექსია
მეხუთე დღე ძალიან ნაყოფიერი და დატვირთული იყო. განვიხილეთ საშინაო დავალება, ქალბატონი ლალისგან მივიღეთ რჩევები და კონსულტაციები, გავიმეორეთ ვებსაიტის შექმნა. ვისწავლეთ გუგლდრაივიდან პროექტის გეგმის შაბლონის გადმოტანა.ჩავბეჭდეთ ბლოგის ფურცელზე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და შემდეგ გადავიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში, მივეცით ერთმანეთს კომენტარები. მივიღეთ დავალება პროცედურებამდე შეგვევსო პროექტის გეგმა.
Sunday, April 23, 2017
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი-
1.რა მნიშვნელობა აქვს მუსიკას ადამიანის ცხოვრებაში?
2.როგორ წარმოგიდგენიათ სამყარო მუსიკის გარეშე?
თემატური-
1.რატომ ანიჭებენ ქართულ შოუებში, ქართველი შემსრულებლები უპირატესობას უცხოურ მუსიკას?
2.რატომ უნდა მოვუსმინოთ ,,ჩაკრულოს" სამშობლოში ქართულ სიმღერას?
შინაარსობრივი-
1.რომელ ფოლკლორულ ჟანრებს იცნობთ?
2.ვინ დააარსა პირველი ქართული მუსიკალური სკოლა?
3.ვინ ითვლება ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლად?

Saturday, April 22, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღე საინტერესოდ დავიწყეთ. ვისწავლეთ ბლოგზე ახალი გვერდების ჩამატება, ანუ ვებსაიტის შექმნა. სამწუხაროდ, დენი ჩაქრა, მაგრამ ჩემი აზრით ნაყოფიერად და შემოქმედებითად განვაგრძეთ მუშაობა, თეორიულად ვისაუბრეთ მიმართულებების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,მივიღეთ კონსულტაცია ტრენერისაგან,მივეცით ერთმანეთს რჩევები.შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო და დავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე ანალიზი. ჩამოვაყალიბეთ მოსწავლეთა რა ცოდნაზე უნდა ავაგოთ ჩვენი პროექტი.
Sunday, April 9, 2017
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღე დატვირთული და საინტერესო იყო.
განვიხილეთ პროექტის იდეა და მივიღეთ რეკომენდაციები ტრენერისაგან. საგნობრივი სტანდარტის მიხედვით ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები და განვათავსეთ ბლოგზე.
მივიღეთ საშინაო დავალება ; პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანოთ შესაბამისი პუნქტები საგნობრივი სტანდარტიდან და 21-ე საუკუნის 3ან მეტი უნარ-ჩვევა.
კალენდარში ჩავინიშნეთ სამუშაო გრაფიკი.

სასწავლო პროექტის მიზნები
.ჩაატარებენ კვლევას,თუ მუსიკის რომელ ჟანრს ანიჭებენ უპირატესობას თინეიჯერები.
.ინტერნეტ სივრცის დახმარებით მოიძიებენ ინფორმაციას ქართული სიმღერების შემქმნელი კომპოზიტორებისა და შემსრულებლების შესახებ.
. შეაჯამებენ და გააანალიზებენ მოპოვებულ ინფორმაციას, გააკეთებენ დასკვნებს და წარადგენენ პრეზენტაციას გარკვეული აუდიტორიის წინაშე.
. ქართული სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით, მოსწავლეები საკუთარი ძალებით გამართავენ კონცერტს.
Sunday, April 2, 2017
უკეთ გავიცნოთ ქართული მუსიკა
მუსიკა მოსწავლის მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებაა. ქართული სიმღერის სიღრმისეული გაცნობა და შესწავლა მოახდენს მოსწავლის გემოვნების დახვეწას და ინტერესის სწორად წარმართვას.
დღეს ქართული მუსიკა პრობლემის წინაშე დგას,რადგან ქართულ შოუებში,ქართველი შემსრულებლები უცხოურ მუსიკას ანიჭებენ უპირატესობას.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას, თუ რომელ ჟანრს ანიჭებს უპირატესობას თინეიჯერების უმრავლესობა,როგორი სიმღერები სრულდება ქართულ შოუებში,ადამიანთა რამდენი პროცენტი უსმენს ქართულ მუსიკას.
ინტერნეტ სივრცის საშუალებით, მოიძიებენ ინფორმაციას ქართული მუსიკის, ქართველი კომპოზიტორების და შემსრულებლების შესახებ.
მოსწავლეები დააჯგუფებენ და გააანალიზებენ კვლევის შედეგებს, გააკეთებენ დასკვნებს,წარადგენენ პრეზენტაციას გარკვეული აუდიტორიის წინაშე და ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, საკუთარი ძალებით გამართავენ კონცერტს.

Subscribe to:
Posts (Atom)