Sunday, April 2, 2017

უკეთ გავიცნოთ ქართული მუსიკა

  მუსიკა მოსწავლის მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებაა. ქართული სიმღერის სიღრმისეული გაცნობა და შესწავლა მოახდენს მოსწავლის გემოვნების დახვეწას და ინტერესის სწორად წარმართვას.
დღეს ქართული მუსიკა პრობლემის წინაშე დგას,რადგან ქართულ შოუებში,ქართველი შემსრულებლები უცხოურ მუსიკას ანიჭებენ უპირატესობას.
  პროექტის ფარგლებში  მოსწავლეები  ჩაატარებენ კვლევას, თუ რომელ ჟანრს ანიჭებს უპირატესობას თინეიჯერების უმრავლესობა,როგორი სიმღერები სრულდება ქართულ შოუებში,ადამიანთა რამდენი პროცენტი უსმენს ქართულ მუსიკას.
    ინტერნეტ სივრცის საშუალებით, მოიძიებენ ინფორმაციას ქართული  მუსიკის, ქართველი კომპოზიტორების და შემსრულებლების შესახებ.
    მოსწავლეები დააჯგუფებენ და გააანალიზებენ კვლევის შედეგებს, გააკეთებენ დასკვნებს,წარადგენენ  პრეზენტაციას გარკვეული აუდიტორიის წინაშე და ქართული  მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, საკუთარი ძალებით  გამართავენ კონცერტს.

No comments:

Post a Comment