ტრენინგის მეოთხე დღე საინტერესოდ დავიწყეთ. ვისწავლეთ ბლოგზე ახალი გვერდების ჩამატება, ანუ ვებსაიტის შექმნა. სამწუხაროდ, დენი ჩაქრა, მაგრამ ჩემი აზრით ნაყოფიერად და შემოქმედებითად განვაგრძეთ მუშაობა, თეორიულად ვისაუბრეთ მიმართულებების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,მივიღეთ კონსულტაცია ტრენერისაგან,მივეცით ერთმანეთს რჩევები.შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო და დავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე ანალიზი. ჩამოვაყალიბეთ მოსწავლეთა რა ცოდნაზე უნდა ავაგოთ ჩვენი პროექტი.
ქალბატონო თნათინ,გავეცანი თქვენს მიერ დასმულ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს,რომლებიც ძალიან მომეწონა ვფიქრობ, რომ აუცილებლად გახვალთ შედეგზე.გისურვებთ წარმატებებს.
ReplyDelete