Sunday, May 7, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

   მეცხრე დღე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი თვენახევრის ნაშრომ- ნაწვალებით წარვადგინეთ პრეზენტაციები. მივეცით ერთმანეთს რეკომენდაციები, რის მიხედვითაც პატარ-პატარა ჩასწორებებს გავაკეთებთ. ნახვამდის ჩემო თანამებრძოლებო, მიხარია რომ გაგიცანით,
    უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონო ლალი.მე უდიდეს პატივს ვცემ ჭეშმარიტად განათლებულ ადამიანებს,(ასეთებს კი სამწუხაროდ ბევრს არ ვიცნობ) საბედნიეროდ  თქვენ მათ რიცხვში ხართ. თქვენში არავითარი ხელოვნურობა არაა,ყველაფერი ჭეშმარიტი და სუფთაა.  განათლების სისტემაში თქვენნაირი მეტი და მეტი უნდა იყოს(მე ვფიქრობ,რომ დღეს ასე არაა) მაშინ აღარ დაისმება საქართველოში კითხვა-,,გვეშველება რამე?"თქვენნაირები თუ უშველიან განათლების სისტემას.კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის.
  

Saturday, May 6, 2017

მე-8-ე დღის რეფლექსია

     მერვე დღე ძალიან დატვირთული და დამღლელი იყო. განვიხილეთ და გავაანალიზეთ კოლეგების პროექტებში მოსწავლეთა ნამუშევრები, მივიღეთ რეკომენდაციები და მოვახდინეთ სათანადო ჩასწორებები.  ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირებაზე. ვიმსჯელეთ და ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების ცხრილზე. პროექტის გეგმის შაბლონში ჩავწერეთ სასწავლო პროცედურები.

Sunday, April 30, 2017

მე-7-ე დღის რეფლექსია

ეს დღე ყველაზე რთული და გადატვირთული იყო, გავაანალიზეთ საშინაო დავალება, გავარკვიეთ-რას ვაკეთებთ,როგორ და რატომ? ვისწავლეთ,როგორ უნდა გადავიტანოთ შექმნილი პრეზენტაცია ბლოგზე,როგორ მოვძებნოთ სასურველი ვიდეო მასალა და შევიტანოთ ბლოგზე. დავალებად მივიღეთ გულდასმით გავეცნოთ მოსწავლეთა  ნაშრომის შეფასების რუბრიკას  და დავასრულოთ მოსწავლის პრეზენტაცია.

მოსწავლის ნაშრომი

Saturday, April 29, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

ჩვენი ტრენინგის მეექვსე დღე ყველაზე დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. გავიმეორეთ და განვამტკიცეთ განვლილი მასალა,მიმოვიხილეთ საშინაო დავალება, დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.ძალიან ბევრი სიახლე იყო და ყველაფერი ერთმანეთში ამერია,ვფიქრობ დასვენების შემდეგ  ყველა ინფორმაცია თავის ადგილს დაიკავებს.

მე-5-ე დღის რეფლექსია

მეხუთე დღე ძალიან ნაყოფიერი და დატვირთული იყო. განვიხილეთ საშინაო დავალება, ქალბატონი ლალისგან მივიღეთ რჩევები და კონსულტაციები, გავიმეორეთ ვებსაიტის შექმნა. ვისწავლეთ გუგლდრაივიდან პროექტის გეგმის შაბლონის გადმოტანა.ჩავბეჭდეთ ბლოგის ფურცელზე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და შემდეგ გადავიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში, მივეცით ერთმანეთს კომენტარები. მივიღეთ დავალება პროცედურებამდე შეგვევსო პროექტის გეგმა.

Sunday, April 23, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი-
1.რა მნიშვნელობა აქვს მუსიკას ადამიანის ცხოვრებაში?
2.როგორ წარმოგიდგენიათ სამყარო მუსიკის გარეშე?
თემატური-
1.რატომ ანიჭებენ ქართულ შოუებში, ქართველი შემსრულებლები უპირატესობას უცხოურ მუსიკას?
2.რატომ უნდა მოვუსმინოთ ,,ჩაკრულოს" სამშობლოში ქართულ სიმღერას?
შინაარსობრივი-
1.რომელ ფოლკლორულ ჟანრებს იცნობთ?
2.ვინ დააარსა პირველი ქართული მუსიკალური სკოლა?
3.ვინ ითვლება ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლად?